|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი დაიღუპა

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი ემსხვერპლა. გენადი ესაკია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ბავშვთა უროლოგად მუშაობდა.

77 წლის ექიმი კორონავირუსით რამდენიმე ხნის წინ დაინფიცირდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და გვიან ღამით გარდაიცვალა.

მას თანმდევი დაავადება ქონდა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.

 ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი