|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის კოვიდმიმღებ კლინიკებში თავისუფალი ადგილები თითქმის აღარ დარჩა

ქუთაისში კოვიდმიმღებ კლინიკებში ადგილები თითქმის სრულად შევსებულია. როგორც საავადმყოფოებში აცხადებენ, მიმართვიანობა გაზრდილია და ამ ეტაპზე მხოლოდ ერთეული ადგილებია დარჩენილი.

კოვიდინფიცირებულების მიღებას მხოლოდ გამოჯანმრთელებულო პაციენტების გაწერის შემდეგ ახერხებენ.

მათი ინფორმაციით, თუ მიმართვიანობის მაჩვენებელი შენარჩუნდა საწოლების დამატება მოუწევთ. იმერეთის კლინიკებში ამ დროისთვის 950-მდე პაციენტი წევს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი