ქუთაისში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებული პირების ვინაობა ცნობილია
ქუთაისში „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეებისთვის დაკავებულების ვინაობა ცნობილი გახდა. დაკავებულები არიან" თეიმურაზ ჩხეიძე, დავით სანდუხაძე და ალექსანდრე მელაძე.
არსებული ინფორმაციით, საქმეში ე.წ.კანონიერი ქურდები ბიზნესმენ რიჩარდ ფხაკაძის ინიციატივით გამოჩნდნენ. მან საქმეში ჩართო დავით სანდუხაძე და თეიმურაზ ჩხეიძე. თავის მხრივ, სადავო კაფე-ბარის მფლობელმა, გელა ერაძემ დახმარება ალექსანდრე მელაძეს სთხოვა.
კაფე, რომლის მეწილეებმა საქმის გასარჩევად ქურდულ სამყაროს მიმართეს წყალტუბოში, რუსთაველის გამზირზე მდებარე “რაიდერ ქლაბია”.
როგორც ირკვევა, დაწესებულების ასამუშავებლად სამმა მეწილემ 12-12 000 ლარი დადეს, თუმცა კაფე წაგებაზე წავიდა, რის გამოც ერთმა მეწილემ ბიზნესიდან გასვლა გადაწყვიტა და პარნტიორებს თანხის დაბრუნება მოსთხოვა. მეწილეებმა მას უთხრეს, რომ სრულ თანხას ვერ აიღებდა, რადგან კაფე წაგებაში იყო, ამის შემდეგ საქმეში მეწილეებმა გარეშე პირები ჩართეს.
გამოძიება "ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი