ქუთაისში კროკეტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფება
ქუთაისში კროკეტის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლობა და ლატვიის კროკეტის ფედერაციის პრეზიდენტი იმყოფებიან. რობერტ სტაფენსკისა და იოლანდა სტაფენსკას ვიზიტი ქუთაისში, მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.
სტუმრებმა საჩვენებელ მატჩები რაგბის მოედანზე გამართეს. მათ სპორტსმენებს და მწვრთნელებს სასწავლო ტრენინგებიც ჩაუტარეს. უნდა აღინიშნოს, რომ კროკეტი, როგორც სპორტის სახეობა ახალი ტენდენციაა საქართველოში, რომელსაც ჯერჯერობით მხოლოდ ქუთაისში თამაშობენ. ქალაქში დაფუძნებულია შესაბამისი ფედერაციაც.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა