ქუთაისში "მადლიერების სახლის" შენობას ხელისუფლება ასხვისებს - გიგა შუშანია
ქუთაისში "მადლიერების სახლის" შენობას ხელისუფლება ასხვისებს. ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.
ოპოზიციონერი დეპუტატის გიგა შუშანიას თქმით, აღნიშნულ დაწესებულებაში, ქალაქის მასშტაბით მცხოვრებ, უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებზე უფასო საკვები გაიცემა.
მისი ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის მნიშვნელოვან შენობას ისე ყიდიან, რომ ალტერნატოული ფართი არც გამოყოფილია და არც აშენებული.
„ქუთაისის მერის მორიგი ახირების გამო, ეს შენობა, სადაც 650 ადამიანი ყოველდღიურად იკვებება, ჩასვეს გასაყიდი ობიექტების ნუსხაში. მოვითხოვთ, არ გამიოტანონ აუქციონზე, სანამ არ აშენდება ახლი ფართი", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი