ქუთაისში მანქანა-დანადგარების ფილტრების საწარმო იხსნება
ბიზნეს კონტრაქტის ინფორმაციით, ქუთაისში მანქანა-დანადგარების ფილტრების წარმოება იწყება. საწარმო ეგვიპტური ინვესტიციით მოეწყობა და „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაიწყებს ოპერირებას.
როგორც თიზ-ის ხელმძღვანელი სოსო ნიბლაძე აცხადებს, ქარხანა წარმოებას მარტიდან დაიწყებს. მანამდე კი ადგილზე სპეციალური დანადგარები დამონტაჟდება.
პროექტში ინვესტიციის სახით ნახევარი მილიონიდან მილიონ დოლარამდე ჩაიდება.
როგორც ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ "ნიუპრესს" განუცხადა, აღნიშნულის გარდა კიდევ სამი საწარმოს გახსნაზე მიმდინარეობს მუშაობა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




11:28
12:35
















