ქუთაისში მაღაზიიდან პური და ფუნთუშეული მოიპარეს
ქუთაისში საკონდიტრო მაღაზია „პურის სახლი“ გაქურდეს.
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე მაღაზიიდან წაღებულია პური და ფუნთუშეული.
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა მაღაზიაში კარების გატეხვის შედეგად შეაღწიეს.
უცნობია შეძლეს თუ არა მათ მაღაზიიდან თანხის წაღება.
ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა