|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი ჩხობაძის კლინიკაში იწყება

ქუთაისში მასობრივი ვაქცინაციის პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთვება. სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას 20 კაბინეტი მოემსახურება.

ჩხობაძის ცენტრში ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 4 000 -მდე მოქალაქის ვაქცინაცია მოხდა.

როგორც ადგილზე განმარტავენ, მოსახლეობის მომართვიანობა მაღალი იყო. 

სამედიცინო დაწესებულებაში იმედოვნებენ, რომ მოსახლეობა ასეთივე აქტიურობას გამოიჩენს მასობრივი ვაქცინაციის პროცესშიც, რომელიც 5 ივლისიდან დაიწყება.

მასობრივი ვაქცინაცია ჩხობაძის ცენტრში “სინოვაკის” და “სინოფარმის” ვაქცინებით გაგრძელდება, მოგვიანებით კი სხვა ვაქცინები დაემატება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი