ქუთაისში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა (R) [VIDEO]
დღეს, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ და ფინკა ბანკის ტრენინგი გაიმართა. ამჯერად შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შედგა. ტრენინგის მთავარი თემა იყო ფინანსების მართვა, ბიუჯეტის დაგეგმვა, საბანკო პროდუქტები და მათი ეფექტურად გამოყენებაა, გაცვლითი კურსის გავლენა ბიზნესზე, ონლაინ სესხები, აგრო დაზღვევა და სხვა.
პროექტის ფარგლებში 100 მეწარმე გადამზადდება და გაუმჯობესდება მათი მხრიდან ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. შემდეგი შეხვედრა ბათუმსა და თელავში გაიმართება.
პროექტს ,,ფინანსური განათლება მცირე ბიზნესის განვითარებისთვის’’ არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკები” ფინკა ბანკთან და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან ერთად ახორციელებს.
ავტორი: ნიუპრესი