|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მცხოვრები უკრაინული ოჯახები სურსათის ვუჩერებს მიიღებენ

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისში მცხოვრებ უკრაინულ ოჯახებს შეხვდა. უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული 93 ოჯახი ცხოვრობს ქუთაისში.

ქალაქის მერმა რამდენიმე მათგანი მერიაში მიიღო და საახალწოდ სურსათის ვაუჩერები, ბავშვებს კი სათამაშოები გადასცა.

სურსათის ვაუჩერებს ქუთაისში მცხოვრები უკრაინელების ყველა ოჯახი მიიღებს.

ოჯახები ასევე მიიწვიეს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, სადაც ბავშვები ტკბილეულით დასაჩუქრდებიან.

„ჩვენ ყოველთვის ვართ თქვენს გვერდით. გვინდა, ვიდრე ჩვენს ქალაქში იცხოვრებთ , თავი იგრძნოთ შინ. შევეცადეთ, გაგილამაზოთ ახალი წლის სადღესასწაულო დღეები. გილოცავთ ახალ წელს, მშვიდობას და სამშობლოში მალე დაბრუნებას გისურვებთ!“- მიმართა უკრაინელ სტუმრებს იოსებ ხახალეიშვილმ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა