ქუთაისში მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა
ქუთაისში, 1.2 კმ-იან მონაკვეთზე, მდინარე რიონის ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა.
სამუშაოებმა რიონის ორივე სანაპირო მოიცვა - მწვანე ყვავილას ქუჩა და ჭომის დასახლება.
პროექტის ფარგლებში, მდინარის ორივე სანაპიროზე ნაპირდამცავი ნაგებობები მოეწყო.
მდინარის მარცხენა ნაპირის მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირდამცავი კედელი იწყება რიონის კაშხლიდან და სრულდება არსებულ ნაპირდამცავ კედლთან. კედლის ბოლოს მოეწყო ახალი მონოლითური რკინა-ბეტონის კიბეც და ქვაყრილის ბერმა, რომელიც რიონჰესიდან იწყება და მდინარის არსებული სანაპიროს კედელთან სრულდება.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


22:02
17:22
16:31
















