ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შუახნის მამაკაცის ცხედარი წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
თვითმხილველების თქმით, ცხედარი შენიშნეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებს შეატყობინეს.
გარდაცვლილი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა