მდინარე რიონში მეთევზის გადარჩენას ცდილობენ
ქუთაისში მდინარე რიონში სამაშველო ბრიგადა მეთევზეს გადარჩენას ცდილობს. ადგილზე რამდენიმე სამაშველო ბრიგადა მუშაობს.
"ნიუპრესის" ინფორმაციით, ლიტოფონის ქარხნის მიმდებარედ რიონში მეთევზე წყლიდან ამოსვლას ვერ ახერხებს. მაშველები ამ დრომდე ცდილობენ მეთევზის წყლიდან გამოყვანას.
თვითმხილველების განცხადებით, მეთევზეს გადასარჩენად გამოძახებულია დამატებითი ჯგუფი, რომელიც სპეციალური ტექნიკით იქნება აღჭურვილი.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















