ქუთაისში მე-12 კლასელი მოკლეს
ქუთაისში, მე-12 კლასელი მოკლეს. შემთხვევა ავტოქარხანაში მოხდა. შსს აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია. როგორც "ნიუპრესს" თვითმხილველმა განუცხადა, დანაშაული ცივი იარაღით მოხდა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.
როგორც შსს-ს წარმომადგენლობამ "ნიუპრესს" განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















