ქუთაისში მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ქუთაისში მედიის წარმომადგენლები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და კოლეგებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაგმეს. მათ გააპროტესტეს პოლიციის უმოქმედება გუშინ, თბილისში მედიის წარმომადგენლების მიმართ განმხორციელებული ძალადობის ფაქტზე. შეგახსენებთ, ტვ.პირველი ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორის გიორგი შეწირულის მიმართ ბანდ ფორმირებების წარმომადგენლების თავდასხმის დროს პოლიციის ორი ეკიპაჟი იქვე იმყოფებოდა და არ რეაგირებდა.
ჟურნალისტები ობიექტურ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯა ითხოვენ.
პარალელურად აქციები მიმდინარეობს თბილისსა და ბათუმში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





15:45
20:24
20:21
15:01
14:59
















