ქუთაისში მეზობლის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო დღეს გაიმართება
მკვლელობა ქუთაისში - მეზობელმა მეზობელი ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა 19 მაისს, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. მოკლული მამაკაცი, მეზობლის ქალს SMS-შეტყობინებას წერდა, ფაქტის შესახებ ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსის განმეორება აუკრძალა.
ერთ-ერთი ვერსიით, ღამით მეზობელი კაცი ქალის ქმართან მივიდა, მათ შორის კამათი სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
მოკლულს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მკვლელობის ფაქტზე კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 59.09%
არა - 40.91%
არ ვიცი - 0%
სულ - 22 ხმა