|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მგზავრობის ღირებულების ზრდას "ნაციონალური მოძრაობა" ეხმიანება

"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების შესაძლო გაზრდას გამოეხმაურა.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის ბექა ქვაჩაკიძის ინფორმაციით, მერიამ მოსახლეობას პანდემიის პირობებში სიურპრიზი მოუწყო და ტარიფის ზრდა დაანონსა.

მისივე ინფორმაციით, თანხა ახალ შპს-ში დასაქმებული აქტივისტების ხელფასებისთვის ჭირდებათ.

ქვაჩაკიძე ასევე გამოეხმაურა, მერიის ინფირმაციას, ტარიფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ალბათ, ინფორმირებული არ არის ქალაქის მერი, რადგან გუშინ შპს-ს ხელმძღვანელმა თავად განაცხადა სავარაუდო მატების შესახებ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი