ქუთაისში ნახევარ მილიონამდე ლარით და ძვირფასეულობით სეიფი მოიპარეს
ქურდობა ქუთაისში. ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები.
უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაში ამ ფორმით შეაღწიეს.
ადგილობრივების თქმით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
„ინტელექსპრესის“ ადვოკატის თქმით, შემთხვევის დროს სიგნალიზაცია ჩაირთო, ადგილზე მივიდა დაცვის პოლიცია, თუმცა ისინი შენობაში არ შევიდნენ და ობიექტი ისე დატოვეს, რა დროსაც ქურდებმა მშვიდად წასვლა მოახერხეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, სამართალდამცვველებმა კამერების ჩანაწერები ამოიღეს და ადგილობრივები გამოკითხვაზე ყავდათ გადაყვანილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი