|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 35 წლის კაცი პატიმრობაში დატოვა.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, გადაწყვეტილება გასაჩივრება, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებელი მოგერიების ქვეშ იყო.

როგორც ადვოკატი გელა სიორდია განმარტავს, 35 წლის მამაკაცი თავს იცავდა, რადგან მეზობლის კაცი დანით მიუვარდა. დავა მეზობლებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო.

55 წლის მამაკაცი მეზობლის ქალს სმს შეტყობინებებს უგზავნიდა, რასაც ქალის ქმრის მხრიდან გაფრთხილება მოყვა.

ადვოკატის თქმით, 19 მაისს გარდაცვლილი პირი თავად მივიდა დაკავებულთან, რა დროსაც კამათი სისხლიან დაპირპირებაში გადაიზარდა. მისივე თქმით, დამნაშავემ სამართალდაცველებს თავად შეატყობინა.

განსხვავებული ვერსია აქვს ბრალდების მხარეს. დაკავებულს განზრახ მკვლელობას ედავებიან, შსს-ს ცნობით, ბრალდებული დანაშაულის ჩდენის შემდეგ მიიმალა. 

ავტორი: ნიუპრესი