ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოუწესრიგებელ ტროტუარს უკავშირებენ
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ავტომობილი ქვეითს - 53 წლის მამაკაცს დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა, გუშინ ღამის საათებში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ტროტუარის მოუწესრიგებლობის გამო, იძულებული იყო სამანქანო გზაზე გადასულიყო. რა დროსაც მას მანქანა დაეჯახა.
შემთხვევა მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა.
მძღოლი მიიმალა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმნედებები მიმდინარეობს.
ქუთაისის მერიაში მოუწესრიგებელ ტროტუარებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:35
13:33
22:22
14:39
















