ქუთაისში, მორიგე საბავშვო ბაღები მხოლოდ ივლისში იმუშავებს
ქუთაისში წელსაც ორი მორიგე საბავშვო ბაღი იმუშავებს. ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, აღსაზრდელებს #4 და #31 ბაღები მიიღებენ. ბაღებში რესიტრაცია უკვე მიმდინარეობს და 29 ივნისს დასრულდება. რაც შეეხება სწავლის პერიოდს, მორიგე ბაღები მხოლოდ ივლისის ბოლომდე იმუშავებენ.
სხვა ბაღებში სწავლა 30 ივნისს შეწყდება და სექტემბერში განახლდება.
ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და სადაც დაახლოებით, 10 000 ბავშვი არის დარეგისტრირებული.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა