ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისი დააზიანეს
ქუთაისში მოძრაობა "სირცხვილიას" ოფისი დაარბიეს. ადგილზე ჩამსხვრეულია მინა, რომელიც გვიან ღამით შენიშნეს.
შემთხვევისას ადგილზე არავინ იმყოფებოდა.
ორგანიზაციის წევრები ვარაუდობენ, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რომელსაც ბოლო დღებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა