ქუთაისში მოძრავ ავტომობილში მძღოლი გარდაიცვალა
ქუთაისში უბედური შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. შუახნის მამაკაცი „ჯაჭვის ხიდის“ მიმდებარედ თანმხლებ პირთან ერთად ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას გული გაუჩერდა, მანქანა კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ადგილზე მისვლისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.
“ნივით” მოძრაობდა, ვიცნობთ, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან არის, უცებ დაჯახების ხმა შემოგვესმა და ავარია გვეგონა, რომ მივცვივდით, დავინახეთ, რომ მძღოლი გარდაცვლილი იყო და მანქანის გზის სავალი ნაწილიდან გადასვლაც მძღოლის გარდაცვალებამ გამოიწვია”, – აცხადებს თვითმხილველი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, პერიმეტრი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ავტორი: ნიუპრესი