|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მრავალსართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა.
აღნიშნულ სივრცეში არავინ ცხოვრობს და ის წლების წინ საწყობად გამოიყენებოდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ამ დროისთვის ზარალის ოდენობა უცნობია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
 
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი