|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა

მსუბუქი ავტომობილების მოძრაობის აკრძალვის პირობებში ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გამარჯვების მოედანზე  მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ორ ქალს დაეჯახა. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ერთი  დაშავებული  საავადმყოფოში გადაიყვანა, მეორეს კი დახმარება ადგილზე გაეწია.

  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დარღვევა გამოიწვია. 

უწყებაში არ საუბრობენ, ქონდა თუ არა მძღოლს გადაადგილებისათვის საჭირო საშვი. საგანგებო მდგომარეობის გამო შემთხვევას თვითმხილველებიც არ ყავს. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა