ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის განათება გადაიდო
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე დღეს, 19:00 საათზე უნდა განათებულიყო, თუმცა, როგორც მერიაში განმარტავენ, დაგეგმილ ღონისძიებას ხელი უამინდობამ შეუშალა.
"ფლეშმობი იდგმებოდა და ფოლკლორული ჯგუფებიც იქნებოდნენ წარმოდგენილები, თუმცა ამ ყველაფრის განხორციელება წვიმიან ამინდში შეუძლებელი იქნებოდა"-აცხადებენ მერიაში.
მესხიშვილის თეატრთან მორთული მთავარი ნაძვის ხე 27 დეკემბერს აინთება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:08
12:18
11:34
19:09
















