|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა

თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული საგანმანათლებლო ჰაბის პრეზენტაციას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებისა და განათლების პლატფორმა, რიგით მეორეა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შემდეგ, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაარსდა.
ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შრომით ბაზარზე აქტიურ ინტეგრაციას.
ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ოთხი მიმართულებით იმუშავებს: უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება, სამეწარმეო ცოდნისა და უნარების განვითარება და პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა