ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება იზრდება
ქუთაისში ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზარდება. როგორც მერიის ტრანსპორტის ააიპის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი აცხადებს, საკითხს საკრებულო უახლოეს სხდომაზე განიხილავს. საუბარია, ახალ მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ღირებულებაზე.
"ავტობუსებით მგზავრობის ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზრდება. ახლა მგზავრობის ფასი 40 თეთრია და ალბათ 10 თეთრი მოიმატებს. მაგრამ ეს საკრებულოს პრეროგატივაა და ამ საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს. როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე ვიმოქმედებთ"-განაცხადა გიორგი გიორგობიანმა.
მისივე თქმით, ორშაბათიდან ქალაქში 36 ახალი ავტობუსი იმოძრავებს, დამატებით ქალაქი კიდევ 24 ახალ ავტობესს მიიღებს. ტრანსპორტი დილის რვა საათიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი