ქუთაისში „მუსიკის დღეები 2025“ იმართება
ქუთაისში „მუსიკის დღეები 2025“ იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდისა და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეთა ერთობლივი კონცერტით გაიხსნა.
ტრადიციული მუსიკალური პროექტის გახსნას ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი დაესწრო.
პროექტი (ავტორი ბაია კოღუაშვილი) ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით, ყოველწლიულად იმართება.
წელს მუსიკალურ ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ცნობილი მუსიკოსი, კომპოზიტორი დავით ევგენიძე ეწვია.
„მუსიკის დღეები 2025“ მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლისთავს ეძღვნება.
ღონისძიებები 3 დღის განმავლობაში გაიმართება.
ავტორი:
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 62.5%
არა - 37.5%
არ ვიცი - 0%
სულ - 24 ხმა