ქუთაისში მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
დღეს, ქუთაისში გაზეთ "ბათუმელების" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი პიარ-აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, აქტივისტებმა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაზეთ "ბათუმელების" სპეც-ნომერი დაარიგეს, რომელიც რეჟიმის უკანონო პატიმრებს მიეძღვნა.
მათივე განმარტებით, აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელი 2024 წლის 11 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს, პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს თვითნებურად, თუმცა, შემდგომ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამ საკითხზე სასამართლოს ამ დრომდე არ უმსჯელია და არ დაუდგენია, ეს ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას. გათავისუფლებიდან მალევე, მისი დაკავება ხელმეორედ მოხდა, ამჯერად სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.
მზია ამაღლობელმა პროტესტის ნიშნად პატიმრობაში 38 დღე იშიმშილა.
ავტორი: