ქუთაისში მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართა
ქუთაისში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია გაიმართა. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალქქო აქტივისტების მოთხოვნა მზია ამაღლობელის უპირობო გათავისუფლებაა. როგორც ისინი აცხადებენ, განაჩენი რომელსაც ხვალ მზია ამაღლობელს გამოუტანენ, ეს იქნება განაჩენი ქართული მედიის მიმართ.
ცნობისთვის. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ხვალ 4 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. ხვალ მზიამ დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოთქვას, რის შემდეგაც მხოლოდ განაჩენის გამოცხადება რჩება. მოსალოსდნელია, რომ მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განაჩენი ხვალვე გამოაცხადოს.
სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
ნიუპრესი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს და მისი გათავისუფლების მოთხოვნას უერთდება.
ავტორი: