ქუთაისში ნანი ბრეგვაძის საიუბილეო საღამო გაიმართა
ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტი ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის დარბაზში გაიმართა.
ქართული ესტრადის ჩაუმქრალმა ვარსკვლავმა ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ქართული და რუსული და რომანსები შეასრულა.
ქუთაისის მ. ბალანძივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტს ნიკოლოზ რაჭველმა უდირიჟორა.
საიუბილეო კონცერტში მომღერალთან ერთად მისი ქალიშვილი ეკა მამალაძე მონაწილეობდა.
საღამოს დასასრულს სცენაზე იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ავიდა, მათ ერთად შეასრულეს სიმღერა ქუთაისზე.
ნანი ბრეგვაძის თქმით, მისთვის განსაკუთრებული გრძნობაა ქუთაისში ყოფნა, "მთელი ჩემი მოდგა აქედანაა, ამ ქალაქთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს", -აღნიშნა მომღერალმა.
ღონისძიება იმერეთის გუბერნიისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ასევე კომპანიის "სოკარი" მხარდაჭერით გაიმართა.
ავტორი: ირინა მაკარიძე