|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიკა გვარამიას სოლიდარობის აქცია გაიმართება

“სოლიდარობა ნიკა გვარამიას” – ამ ლოზუნგით ქუთაისელი ჟურნალისტები და საზოგადოების წარმომადგენლები “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის მხარდამჭერ აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები დღეს, 14:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ე.წ. თეთრ სვეტებთან შეიკრიბებიან და ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს გააპროტესტებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას თავისუფლების სამი წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას სასამართლო დარბაზში დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატის განმარტებით, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს, საწარმოსთვის “ზიანის მიყენების გამო”, მიუხედავად იმისა, რომ მისი დირექტორობის პერიოდში, “რუსთავი 2” იყო ყველაზე წარმატებული კომპანია, როგორც სარეკლამო შემოსავლების, ისე სატელევიზიო რეიტინგის მიხედვით.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა