ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე სახლი იწვის. ხანძრის გაჩენის მიზეზი,სავარაუდოდ, მოკლე ჩართვაა. შემთხვევის შედეგად მცირედი დამწვრობა მიიღო სახლის მეპატრონემ.
საგანგებო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებულია 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















