ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა გაიმართება
დღეს ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მსვლელობა გაიმართება. ინფორმაციას ქუთაის-გაენათის ეპარქია ავრცელებს.
,,საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დადგენილი ოჯახის სიწმინდის დღე ყოველწლიურად აღინიშნება სამღვდელოებისა და ერის თანამლოცველობითა და საზეიმო მსვლელობით.
ამა წლის 17 მაისს, შაბათს, 14 საათზე სამშვიდობო პარაკლისი შესრულდება წმ. დავით აღმაშენებლის და ბაგრატ III_ის სახ. ტაძარში (ცენტრალური მოედანი) რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა დაიწყება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების (ბაგრატის სიონი) ტაძრამდე“, - აცხადებს გაენათის ეპარქია.
ავტორი: ნიუპრესი