|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყობა

„ქუთაისში ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი მოეწყობა“,- ამის შესახებ ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ბიზნესმენებთან შეხვედრისას  განაცხადა. მისი თქმით, პროექტისთვის მერიისგან 5 მილიონი ლარი გამოიყოფა.   

„ჩვენ ვცდილობთ, ის მოდელი შევიმუშავოთ, როგორითაც სახელმწიფო მუშაობს. სახელმწიფო გვიშენებს სპორტის სასახლეს და რაგბის მოედნებს. პროექტი გულისხმობს, რომ მოედნების აშენების შემდეგ  5 წლის განმავლობაში სახელმწიფომ გადაიხადოს თანხა. მე მქონდა შეხვედრა სპორტის მინისტრთან და შევთავაზე, რომ თუ ასეთ პროექტში ჩაგვსვამდა, ვართ მზად ავაშენოთ ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი",-აღნიშნა ქალაქის მერმა.

თუ სპორტის მინისტრი დათანხმდება ახალი მოდელით აუზის აშენებას, ქალაქის მერია მზად არის მოძებნოს ინვესტორი, რომელიც თანხას გადაიხდის. შემდეგი 5 წლის განმავლობაში კი ადგილობრივი თვითმმართველობა ინვესტორს თანხას ეტაპობრივად დაუბრუნებს. 

საცურაო აუზის მშენებლობისთვის ადგილების შერჩევა მიმდინარეობას. ქალაქის მერის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომ  საცურაო აუზი მოეწყოს ლითოფონის ტერიტორიაზე.

"აქტიურად მიმდინარეობს ადგილის შერჩევა, შესაძლოა, ლითოფონის ტერიტორიაზე მოხდეს  აუზის მოწყობა. ასევე განიხილება სხვა ტერიტორიებიც. ფართობი 1 ჰექრატი მაინც უნდა იყოს, რაც ქალაქში რთულად მოსაძებნია".-აღნიშნა მურღულიამ. 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა