ქუთაისში ოპოზიციის კარავზე ავტომანქანის შეჯახება სცადეს
ქუთაისში ცენტრალური ბაღში, სადაც რამდენიმე დღეა, ოპოზიციის საპროტესტო კარავია გაშლილი, ავტომანქანა დიდი სიჩქარით შევარდა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ავტომანქანას კარავზე დაჯახების მცდელობა ქონდა, თუმცა მისი აღკვეთა შეძლეს.
"ავტომაქანა დიდი სიჩქარით შემოვარდა ბაღის ტერიტორიაზე, წამებში მოასწრეს ადამიანებმა რეაგირება და გადარჩენ. როგორც ჩანს, კარვებზე დაჯახება ამ ხელისუფლების ხელწერა გახდა, რაც გააკეთეს თელავში, იგივე უნდოდათ ქუთაისში", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
მათი თქმით, ავტომანქანის ნომრები დაფიქსირებულიო აქვთ და სამართალდამცველებს რეაგირებისათვის მიმართეს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



16:58
11:46
















