ქუთაისში ორსართულიან სახლს ხანძარი გაუჩნდა
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განმარტავენ, რომ ცეცხლი ორსართულიანი სახლის გადახურვას გაუჩნდა.
მაშველებმა შენობიდან ასაკოვანი ქალის გამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ცეცლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დამწვარია როგორც სახლის სახურავი, ასევე შენობის ნაწილი, დაახლოებით 200 კვ. მეტრი ფართი.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ამ დროისთვის ხანძრი ლოკალიზებულია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


14:35
13:33
22:22
14:39
















