ქუთაისში ოთარ ქანდარიას საიუბილეო გამოფენა გაიმართება
ქუთაისში ოთარ ქანდარიას საიუბილეო გამოფენა გაიმართება. ღონისძიება 8 დეკემბერს მხატვრის სახელოსნოში გაიმართება. სახელოსნო, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს, ოჯახის ძალისხმევით მიმდინარე წელს შეკეთდა და საგამოფენო სივრცედ გადაიქცა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთარ ქანდარიას ნახატები.
გამორჩეული მხატვარი ოთარ ქანდარია 1937 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში დაიბადა. მის შემოქმედებაში ქუთაისს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, მუშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. აქვს გრაფიკული სერია „ქართული ისტორიული ძეგლები“. "ჟღერს ქვის ჰარმონია" -ამ სახელწოდებით 2006 წ. გელათის სამონასტრო კომპლექსის დაარსების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ამ სერიის საუკეთესო ნიმუშები გამოვიდა ალბომად. მისი გაფორმებულია 200-ზე მეტი წიგნი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი