ქუთაისში, პეტრე ოცხელის 115 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, პეტრე ოცხელის დაბადებიდან 115 წლისთავის აღსანიშნავად , ქუთაისის მერიის მხარდაჭერითა და ხელოვნების სასახლის ინიციტივით, გაიხსნა გამოფენა, სადაც დიდი მხატვრის 100-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
„ ქუთაისი ამაყობს, რომ აქ დაიბადა ისეთი გენიალური მხატვარი, როგორიც პეტრე ოცხელია. მისმა ნაშრომებმა დროს გაუსწრო. დღეს პირველად გვეძლევა საშუალება, ერთად თავმოყრილი ვიხილოთ პეტრე ოცხელის 100-მდე ნამუშევარი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ხელოვნების სასახლეს და პირადად ბატონ გიორგი კალანდიას. ქუთაისელებს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს 1 თვის მანძილზე ექნებათ საშუალება დაათვალიერონ ეს საინტერესო ექსპოზიცია.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
დღესვე, გალერეის კედელზე პეტრე ოცხელის ცნობილი ნახატის „ მფრინავი მღებავის“ მანათობელი ილუსტრაცია განთავსდა.
პეტრე ოცხელის შემოქმედების ამსახველი უპრეცედენტო გამოფენა კულტურის სამინისტროს პატრონაჟითა და დაფინანსებით ხორციელდება.
ავტორი: ნიუპრესი