|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პოლონური არქეოლოგიური მისია გაიხსნა

საქართველოს მასშტაბით მოქმედი პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციების  და კულტურული  ორგანიზაციების მართვა  ქუთაისიდან მოხდება.

ქართული და პოლონური მხარეების გადაწყვეტილებით, ვარშავის უნივერსიტეტსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში გაფორმდა მემორანდუმი, რომლის  ფარგლებში ქუთაისში პოლონური არქეოლოგიური მისია  გაიხსნა.

კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონურ ინტერდისციპლინარულ კვლევით ცენტრს თამარ მეფის ქუჩაზე შენობა გადაეცა. ამჟამად ძველი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მომავალი წლიდან ცენტრი სრულად დაიწყებს ფუნქციონირებას. 

პოლონური არქეოლოგიური მისია საქართველოში ამჟამად აქტიურად მუშაობს. მიმდინარეობს კვლევა რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის გორის პარკის მიმდებარედ ტერიტორიის შესწავლა, რომლის მეშვეობითაც, შესაძლოა, ქუთაისის დაარსების თარიღი შეიცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას ვრცლად "ნიუპრესი" მოგვიანებით მოგაწვდით. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი