ქუთაისში, პროკურატურის წინ ადვოკატებმა აქცია გამარათეს
ქუთაისში, პროკურატურის შენობის წინ ადვოკატებმა აქცია გამარათეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს, რომელიც სამართალდამცველებს ორი საათი უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული და არ აძლევდნენ კლიენტის დაცვის საშუალებას.
ქუთაისელი ადვოკატები ამ საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯასა და თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.
უფლებადამცველები სამართალდამცველების მიერ ადვოკატების დევნას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში, უკვე ნორმადაა ქცეული ადვოკატისთვის უფლების შეზღუდვა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა