ქუთაისში ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო PHOTO
ქუთაისი ქალაქის დღესასწაულს, "გვირილობას" აღნიშნავს. დღესასწაული ბაგრატის საკათედრო ტაძრიდან ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ ბაგრატის საკათედრო ტაძარში ქუთაისი და ქუთაისელები დალოცა
საეკლესიო რიტუალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი, ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები და ქალაქის სტუმრები ესწრებოდნენ. ტაძარში იმყოფებოდნენ დღესასწაულის სიმბოლო - გიმნაზისტი გოგონები გვირილებით.
მათი თქმით, გვირილობა სიკეთის დღესასწაულია და ქალაქის მოსახლეობა ამ დღეს ყოველთვის შესაბამისი განწყობით ხვდება.
ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ქალაქის დღესასწაული უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, მოკრძალებულად აღნიშნება.
"ქუთაისობის" ფარგლებში, დღის განმავლობაში დაგეგმილია ქალაქის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვება, ფოტოგამოფენები, ტურნირები და დღის ბოლოს გალაკონცერტი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი