|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ქალთა კლუბის ინიციატივით, უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა

ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ არსებული ქალთა კლუბის ინიციატივით, ქუთაისში, რადიო ,,ძველი ქალაქის’’ ოფისში, უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.

მოქალაქეებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბურღულეული, მედიკამენტები და ტანსაცმელი მიიტანეს.

,,მაქსიმალურად შევეცადეთ სწრაფად მოგვეხდინა რეაგირება და გარკვეული წვლილი ჩვენც შეგვეტანა უკრაინელების დასახმარებლად. ჩვენს კლუბს განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს უკრაინელ ქალთა კლუბთან, ამიტომ ჩვენი თანადგომა მათთვის მნიშვნელოვანია და ეს არის მცირედი გამოხატულება. ამით გვინდა მცირედით მაინც შევუმსუბუქოთ ის ტკივილი, რაც მათ მიმდინარე ომმა მიაყენა’’, -ამბობს ქალთა კლუბის თავმჯდომარე, მარიკა ვაჭარაძე.

ქალთა კლუბის პრეზიდენტის  მაკა ხეცურიანის თქმით, ეს იყო ერთობლივი ინიციატივა.

"მინდა ავღნიშნო,  რომ სამივე კლუბმა (ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი) დროის მოკლე მონაკვეთში დააორგანიზა დახმარების შეგროვება. მინდა ავღნიშნო რომ კლუბს მეგობრებიც შემოურთდნენ,  რომლებმაც მედიკამენტები და სურსათი მოგვაწოდეს. თითოეული ადამიანის თანადგომა მნიშვნელოვანია, რადგან დრს უკრაინა იბრძვის ჩვენთვისაც და ცალსახად ჩანს რომ თუ უკრაინა მოიგებს ამ ომს ჩვენს გავიმარჯვებთ!"- განაცხადა  მაკა ხეცურიანმა.

 რადიო ,,ძველი ქალაქის’’ დამფუძნებელი და ქალთა კლუბის წევრი, ქეთევან ბერძენიშვილის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქებში გადაიგზავნება.

,,ჰუმანიტარული დახმარება ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქებში გადაიგზავნება, იმ ქალაქებში, რომლებსაც პუტინის რეჟიმი ასე უმოწყალოდ ექცევა. მინდა, ომი მალე დასრულდეს და ეს იყოს ბოლო დახმარება, რასაც ჩვენ უკრაინაში საომარი ვითარების გამო გავზავნით. ამის შემდეგ ერთმანეთისთვის სიყვარული, მეგობრობა და თანადგომა გაგვეზიარებინოს,’’-აღნიშნა  ქეთევან ბერძენიშვილმა.

ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა როგორც ქუთაისის, ასევე ბათუმის და ზუგდიდის ქალთა კლუბებმა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა