ქუთაისში "ქართული ოცნების" კანდიდატებმა გაიმარჯვეს
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები უკვე ცნობილია, 50 ოლქიდან "ქართულმა ოცნებამ" 48 მანდატი მოიპოვა.
ქუთაისის სამივე სამაჟორიტარო ოლქის მანდატი ქართული ოცნების კანდიდატებმა მიიღეს.
#47 ოლქში გაიმარჯვა ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა გენადი მარგველაშვილმა. მან ხმების 69,25% მიიღო, რაც 11 313 ხმაა, მისმა კონკურენტმა გია თევდორაძემ ხმების 30, 75% მიიღო, მას სულ 5023 ადამიანმა დაუჭირა მხარი.
48 მაჟორიტარულ ოლქში დიმიტრი მხეიძემ ხმების 75,28 % მიიღო, რაც 11 727 ხმაა, აკაკი ბობოხიძემ კი 24,72% მიიღო. მას ხმა 3851 ადამიანმა მისცა.
#49 სამაჟორიტარო ოლქში გიგი წერეთელმა 32, 67% მიიღო, რაც 5 733 ხმაა. კობა ნარჩემაშვილს კი მხარი 11 813 ადამიანმა დაუჭირა, რაც ხმების 67,33 % შეადგენს.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















