ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია
ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილია. ინფორმაცია ოფიციალურად მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. კანდიდატებზე საბოლოო შეთნხმება პარტიის პოლიტსაბჭოზე შედგა.
31 ოქტომბერს იმერეთში მერის არჩევნები სამ მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
"ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - იოსებ ხახალეიშვილი;
თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ლაშა გოგიაშვილი;
ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია - კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;
ონის მერობის კანდიდატი - დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;
კასპის მერობის კანდიდატი - ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი;
თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;
ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი - ცოტნე ანანიძე;
ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია - ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი"-ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი