ქუთაისში რამდენიმე მოქალაქე შვილის საფლავზე შესვლას შეეცადა, თუმცა არ შეუშვეს
ქუთაისში 13-ივე მუნიციპალური სასაფლაო დაკეტილია. პერიმეტრს პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ. ისინი ადგილზე მისულ მოქალაქეებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. ტეროტორია დრონის მეშვეობითაც კონტროლდება.
მიუხედავად აკრძალვისა სასაფლაოებზე რამდენიმე მოქალაქე მაინც მივიდა. მათი თქმით, შეზღუდვის შესახებ იცოდნენ, თუმცა სურდათ, შვილების საფლავზე მისულიყვნენ და ეგონათ, შესვლას შეძლებდნენ, რისი საშუალებაც არ მისცათ.
"მოვედი საფლავზე, ვიცოდი შეზღუდვა იყო, მაგრამ სულ თუ არ უშვებდნენ, არ მეგონა. შვილის საფლავზე მოვედი, მაგრამ ვერ შევედი, პოლიციამ არ შემიშვა. აქ რა საფრთხე უნდა იყოს? წესებს ვიცავ, მაგრამ აქ მოსვლა მინდოდა, რადგან აქ მყავს ყველა. წავალ და რომ გაიხსნება, მერე დავბრუნდები", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი