|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რეზო გაბრიაძის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება

ქუთაისში რეზო გაბრიაძეს იხსენებენ. 29 ივნისს მწერალი, რეჟისორი და სცენარისტი 88 წლის გახდებოდა. ქალაქში სიმბოლურად, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა იმართება.

ქუჩებში გაბრიაძის პერსონაჟებით დასტიკერებული ავტომობილი იმოძრავებს, თეთრ ხიდზე კი "არაჩვეულებრივი გამოფენაა" წარმოდგენილი.

გაიმართება კოსტუმირებული პერფორმანსები და გაცოცხლდება კადრები სხვადასხვა სცენარიდან.

დღოს ბოლოს გაიმართება რეზო გაბრიაძის მოთხრობების, ნოველების და ქუთაისთან დაკავშირებული მოგონებების საჯარო კითხვა.

ღონისძიება რეგიონული ტურიზმის განვითარების ცენტრისა და "ნიკო ნიკოლაძის კლუბის" ორგანიზებით ტარდება.

მათი ინფორმაციით, გაბრიაძის იუბილის აღნიშვნა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და მისი მიზანი, ახალ თაობებში მწერლის შემოქმედების პოპულარიზაციაა.

  

ავტორი: ნიუპრესი