ქუთაისში როკფესტივალი გაიმართება
ქუთაისში 17 ივნისს როკ-ფესტივალი Rockაია გაიხსნება. ფესტივალი ორი დღე გასტანს.
ღონისძიება 17 ივნისს, 20:00 საათზე ე.წ სიყვარულის ბაღთან დაიწყება.
მსმენელის წინაშე SILENCE, VODKA VTRAIOM, CYCLE ERROR და "დაგდაგანი" წარსდგებიან.
მეორე დღეს ფესტივალზე 4D Monster Lobsters, "ნუ მიეყრდნობი", LOUDspeakers და კიდევ ერთ-ერთი გამორჩეული როკ-შემსრულებელი გამოვა, რომლის ვინაობასაც ორგანიზატორები სიურპრიზად ტოვებენ.
ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა




13:08
11:18
11:17
11:11
















