|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. მესხიშვილის თეატრის წინ შეკრებილები კანონზე უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპროტესტებენ.

პარალელურად, აქციის მონაწილეები საყვირებით და შეძახილებით აცილებენ თეატრში დაგეგმილი კონცერტის სტუმრებს და ცდილობენ, ამ ფორმით შეუქმნან დისკომფორტი ადამიანებს, რომლებიც კანონპროექტს არ აპროტესტებენ.

"მონებო"— ყვიარიან აქციის მონაწილეები. თეატრის წინ შეკრებილების თქმით, დღეს წყდება ქვეყნის ბედი და კონცერტის მონაწილეები ხალხის გვერდით უნდა იდგნენ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ 84 ხმით რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

ავტორი: